დეპუტატები მოწმეთა დაკითხვის ახალი წესების ამოქმედების თარიღზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვით, აღნიშნული წესი 2013 წლის 31 დეკემბრამდე შევა ძალაში. მთავრობის საპარლამენტო მდივნის შალვა თადუმაძის განცხადებით, საგამოძიებო ორგანო არ არის მზად იმისთვის, რომ აღნიშნული კანონპროექტი 2013 წელს ამოქმედდეს, რადგან გამომძიებელთა დიდი კორპუსი გადასამზადებელია. მისივე თქმით, ამ დროისთვის არც მოწმეთა დაცვის საკანონმდებლო მექანიზმები არსებობს და ასევე გაურკვეველია მოწმისა და გამოსაკითხი პირის ჩვენებების აცდენის შემთხვევაში, ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა.
მოწმეთა დაკითხვის წესი “სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში” შესატანი ცვლილებების შედეგად იცვლება.