ცვლილება სასჯელაღსრულების სისტემისგან იურიდიული ინსტიტუტის გამოყოფას და ცალკე საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
როგორც თეა წულუკიანმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განმარტა, იურიდიული დახმარების ინსტიტუტი დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს შემადგენლობაშია და საადვოკატო ფუნქციის განხორციელება შეთავსებულია აღმასრულებელი ხელისუფლების ფარგლებში.
მინისტრის თქმით, წარმოდგენილია საკანონმდებლო ცვლილებების მთელი პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს იურიდიული ინსტიტუტის სასჯელაღსრულების სამინისტროსგან გამოყოფას და ცალკე სსიპ-ად ჩამოყალიბებას. მისივე განმარტებით, ეს რეფორმა ამ სფეროში მოქმედი ექსპერტის, ადვოკატისა და იურისტის სასურველი რეფორმაა.