“სასაცილოა, რომ შენ “ოცნების” გვერდით ხარ და მე კიდევ _ ნინო ბურჯანაძის”.
_ ლელა, გავიგე, რომ ახლა ბურჯანაძის მხარდამჭერი გამხდარხარ და შეგეკითხე, 2012 წელს ხომ “ქართული ოცნების” წევრი იყავი,-მეთქი, _ უპასუხა მჟავიამ.
ლელა ნაცვალაძე: _ “ქართული ოცნების” წევრი მე არ ვყოფილვარ, მისი მხარდამჭერი ვიყავი.
მოგვიანებით მერაბ მჟავიამ ჩვენთან საუბრის დროს თქვა, რომ ლელა ნაცვალაძის რეპლიკა მას არ ეკუთვნოდა: _ ჩემთვის ეს არ უთქვამს, შვილებს გეფიცებით.
მერაბ მჟავია: _ ლელა, დაიდე გულზე ხელი და მითხარი, რომ ეს ჩემი მისამართით არ გითქვამს.
ლელა ნაცვალაძე: _ ზუსტადაც. სასაცილოა ის ფაქტი, რომ ამ არჩევნებზე შენ და ვალია გირკელიძე “ოცნების” მხარდამჭერად იმუშავებთ. ეს ეხება იმ ადამიანებს, რომლებიც 2012 წლის არჩევნებამდე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სახეები იყო და ახლა “ოცნებაში” გადაპორტირდნენ. მე რა მინდა იმ “ქართულ ოცნებასთან,” თქვენ რომ იქნებით მეოცნებეები?!
მერაბ მჟავია: _ ნუ, რა უნდა გითხრათ.
ლელა ნაცვალაძე: _ რა უნდა გითხრას, ყვარყვარე ვარო, მისი პირით ამბობს.
მერაბ მჟავია: _ ჩვენ მედროვეც დაგვარქვი, ყვარყვარეც დაგვარქვი, “ვიგოდნიკებიც” დაგვარქვი. მეტი საქმე არ გაქვს?
ლელა ნაცვალაძე: _ არა, “ვიგოდნიკები” არ დამირქმევია თქვენთვის.
_ არა, საკომენტარო არ არის ეს, _ გვითხრა მერაბ მჟავიამ.
საკრებულოს დეპუტატის, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, მიხეილ გოგოტიშვილის თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში პარტიას ჰყავდა უამრავი წევრი, მხარდამჭერი, თუმცა, როდესაც ხელისუფლებაში მოვიდა “ქართული ოცნება,” შესაბამისად ადამიანებმა გააკეთეს არჩევანი და გადავიდნენ გამარჯვებულ კოალიციაში. ეს მათი დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და სუბიექტური აზრია. ამ ადამიანებს ყველა სხვადასხვა სახელს არქმევს, მაგრამ მე ვერაფერს ვიტყვი, რადგან ყველას აქვს თავისი სურვილი და ნება.”