“წყალი მარგებელის” საქმიანობა ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. კომპანიის დაარსების მიზანი იყო, განეახლებინა ნაბეღლავის ჩამოსხმა, რისი საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციაც უკვე არსებობდა. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე მდებარეობს.
მიიღეთ მონაწილეობა ტურში, ეწვიეთ გუბაზეულის ხეობას, დაათვალიერეთ ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო და გაეცანით უნიკალური წყლის ჩამოსხმისა და წარმოების პროცესს. ტურის ყველა მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი მასზედ, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღო „წყალი მარგებელის“ ტურში.
მონაწილეობის მიღება უფასოა! დაგვიკავშირდით და გამოგვიგზავნეთ თქვენს მიერ გადაღებული პეიზაჟის ამსახველი ფოტო.
ნაბეღლავი არის ბუნებრივი ნახშირორჟანგით გამდიდრებული, ჰიდროკარბონატული ნატრიუმიანი სუფრის წყალი. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო მდებარეობს კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე და სახელიც ადგილწარმოშობის შესაბამისად ეწოდა. სასიამოვნო გემოს გარდა ყურადღებას იმსახურებს უნიკალური სამკურნალო და პროფილაქტიკური თვისებების გამო; ამასთან, მისი მოხმარება შეიძლება შეუზღუდავი რაოდენობით, ნებისმიერი ასაკის ადამიანისათვის. ”ნაბეღლავის” სისტემატური მოხმარება ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას მავნე ნივთიერებებისაგან და მის გამდიდრებას აუცილებელი მინერალებით.
”ბახმარო –კავკასიური წყარო” მთების წიაღში დაბადებული, ბუნებრივი ჟანგბადით მდიდარი წყალია და არაჩვეულებრივი რბილი გემოთი ხასიათდება. ბახმაროს წყაროს სათავე ქარხნიდან 1,5 კმ მოშორებით მდებარეობს და წყალი მილსადენით მიეწოდება ქარხანას, სადაც ფილტრაციის რამდენიმე ეტაპს გადის და ამავე დროს არ იცვლება მისი პირველადი ქიმიური შემადგენლობა. ბახმარო მიეკუთვნება დაბალმინერალიზებული წყლების ტიპს, მდიდარია ჟანგბადით და pH-ის იდეალური მაჩვენებელი აქვს: 7.5.
საკონტაქტო პირი: თინათინ სამყურაშვილი, ტელ: 299 54 52, 555 65 67 05, tiko@gepra.ge (R)