_ განაცხადა რუსეთის პრემიერმა დიმიტრი მედვედევმა Russia Today-სთან ინტერვიუში.
“მე აბსოლუტური ოპტიმისტი ვარ და მჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება. ჩვენ ხალხს კონფლიქტი არასდროს ჰქონია. სამწუხაროდ, ის კონფლიქტი, რომელიც არსებობს, ხელს არ უწყობს ურთიერთგაგებას, მაგრამ ეს არ არის ღრმა კონფლიქტი ხალხს შორის. ეს იყო შეცდომა, რომელიც გადაიზარდა დანაშაულში ქვეყნის ზოგიერთი ხელმძღვანელის მხრიდან. ახლა სხვა სიტუაცია,” _ თქვა მედვედევმა.
“საქართველოს ახალ ხელისუფლებას უჭირავს უფრო პრაგმატული პოზიცია და ამის გამო ჩვენ მოხარული ვართ,” _ აღნიშნა რუსეთის პრემიერმა.
“ჩვენ მზად ვართ აღვადგინოთ ურთიერთობები განსაზღვრული პირობების სანაცვლოდ, ისინი კი უბრალოა _ იმ ფაქტის აღიარება, რაც იყო. შეიძლება ეს ყველაფერი რთული გზით განვითარდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, წარსულთან დაბრუნება არ მოხდება და ჩვენი ურთიერთობების ყველაზე სამწუხარო ფურცელი გაქრება სააკაშვილის და კიდევ რამდენიმე, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიმღები ადამიანის პოლიტიკური არენიდან გაქრობასთან ერთად,” _ დარწმუნებულია მედვედევი და ფიქრობს, რომ საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თავად გადაწყვეტს, რა ფორმით გააგრძელონ ურთიერთობა.
“ამავე დროს, რუსეთი იტოვებს აბსოლუტურ უფლებას, დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები”, _ დაამატა მედვედევმა.
“ყველაფერი ხალხის ნებაზეა დამოკიდებული და იმაზე, თუ ვის აირჩევს საქართველოს ქვეყნის ხელმძღვანელის პოსტზე. აგრეთვე, დამოკიდებულია აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე. ჩვენი სურვილია, რომ მათ იცხოვრონ მშვიდობიანად. რა ფორმით განვითარდება ურთიერთობები, მათი საქმეა, ჩვენ კი ამ პროცესებზე გავლენას არ მოვახდენთ,” _ თქვა მედვედევმა Russia Today-სთან.