შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის უფროსი ლევან ხოზრევანიძე, მთავარი მეტყევე ლევან თედიაშვილი, მეტყევე თენგიზ ჩოჩია.
შეხვედრაზე სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 2013–2014 წლების ზამთრის სეზონისათვის მოსახლეობის საშეშე მერქნით უზრუნველყოფის მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები, რესურსების გამოყოფა-მოხმარებასთან დაკავშირებული სიახლეები და სახელმწიფო გეგმები განიხილეს.
“ინიციატივის მიზანი ტყის რესურსების მოხმარებასთან დაკავშირებით მდგომარეობის გაუმჯობესება, პირველ რიგში კი, ზამთრის სეზონისთვის დროული მომზადებაა. ამისთვის მნშვნელოვანია შეიქმნას რეალურად განხორციელებადი მოდელი, რომელიც მოსახლეობას სასიცოცხლო მნიშვნელობის რესურსით გარანტირებულად უზრუნველყოფს, ყველა დაინტერესებული მხარისთვის მისაღები იქნება, რეგიონის ტყეებს კი იმ სერიოზულ ზიანს ააცილებს, რაც ყოველწლიურად შეშის უსისტემო მოპოვებასთანაა დაკავშირებული. მართვისა და მონიტორინგის ორგანოების გარდა მნიშვნელოვანია პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართაც – ინფორმაციის დროულად მიწოდებისა და ადგილობრივი საჭიროებების გამოვლენა–გათვალისწინების მიზნით,” – აცხადებს ხათუნა ხმალაძე, OECI–ის კოორდინატორი სამცხე–ჯავახეთში.
აღნიშნულ საკითხზე შეხვედრებს მიმდინარე კვირას OECI რეგიონის სოფლებში გააგრძელებს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა რეგიონში მოქმედ ლიცენზიანტებთან.