ამის შესახებ, “გურია ნიუსს” პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის მთავარი საბჭოს წევრმა ზაზა სოფრომაძემ განუცხადა.
_ ჯერჯერობით, ოზურგეთში, ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობს ქალბატონი თამარ ნადირიძე, რომელიც ასევე არის “დემოკრატიული მოძრაობის” პარტიის ოზურგეთის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ოზურგეთში. ზურაბ ჩხაიძე ქალბატონი ნინოს აქტიური მხარდამჭერია და ჩართულია პროცესებში. უმრავლეს შემთხვევაში, უმეტეს რაიონებში, პარტიული ლიდერი არის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელიც. ოფიციალურად ეს ყველაფერი უნდა დამტკიცდეს ცენტრალური შტაბის დონეზე, მაგრამ დღეისთვის ასეთი სიტუაციაა _ ქალბატონი თამარი ხელმძღვანელობს ამ ყველაფერს. შემიძლია დაგიკონკრეტოთ, რომ ლანჩხუთში ჩვენს შტაბს ხელმძღვანელობს გია გურგენაძე, ჩოხატაურში _ მამია ბარამიძე, თუმცა, ჯერჯერობით კიდევ არ ვართ ჩამოყალიბებული და შეიძლება ქალბატონმა მარიკა წერეთელმა უხელმძღვანელოს.
_ ესე იგი, შეიძლება სიტუაცია შეიცვალოს.
_ კი, რა თქმა უნდა, შეძლება შეიცვალოს, _ გვითხრა ზაზა სოფრომაძემ.