რომელშიც ნათქვამია, რომ “მაღალი ალბათობით დგინდება ციხეში ე.წ. “მაყურებლების” არსებობა.”
არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროს მოუწოდებენ, რომ “უმოკლეს ვადებში შეისწავლოს გეგუთის ციხეში არსებული ზოგადი მდგომარეობა და მმართველობის მეთოდები; დააყენოს გეგუთის ციხის ხელმძღვანელთა პასუხისმგებლობის საკითხი; განახორციელოს სასჯელაღსრულებათა დაწესებულებების ეფექტური მონიტორინგი, რათა აღკვეთილ იქნეს არაფორმალური მმართველობის სავარაუდო ფაქტები.”
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზემოთ აღნიშნულ განცხადებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა: “კორტავას საქმის გამოძიება საკმაოდ ეფექტიანად მიდის და დადგინდება ყველა ოფიციალური პირის, თანასაკნელის, თუ თანაპატიმრის პასუხისმგებლობა ამ საკითხზე. გამოძიებამ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა ამ საქმეში ე.წ. “კანონიერი ქურდების” როლი.”