რის გამოც ოზურგეთს, ქობულეთს და ბათუმს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდა.
როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ბუნებრივი აირის მიწოდება ოზურგეთში უკვე აღდგა.
“გურია ნიუსის” ინფორმაციით, ბუნებრივი აირის არმიწოდების გამო, რამდენიმე საათის განმავლობაში პურის საცხობებმა დროებით შეაჩერეს მუშაობა.
_ დილით ცოტა ხნით შეჩერდა მუშაობა, მაგრამ დროულად მოხდა პრობლემის მოგვარება. ერთი ის იყო, რომ ქობულეთიდან იყო რამდენიმე მანქანა ჩამოსული და წაიღეს პური, _ გვითხრეს შპს “ვასაძის პურის” საცხობში.