ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პარლამენტისპრესსამსახურის ინფორმაციით, უსუფაშვილის განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე მთავრობასა და პარლამენტს შორის კონსულტაციები გრძელდება.
_ “საკითხის საბოლოოდ შეჯერებას დრო სჭირდება. საკითხი კომპლექსურია, ბევრი მიმართულება აქვს და მას ფართო შესწავლა და კონკრეტული ღონისძიებების გატარება სჭირდება. იუსტიციის სამინისტროში მუშავდება კანონპროექტი, რომელზეც ასევე ეროვნული ბანკიც მუშაობს. მთავრობის და პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ახალ პრობლემებს არ შექმნიან. ჩვენს გაჭირვებულ მოსახლეობას ისე უნდა დავეხმაროთ, რომ პრობლემები სხვა პირებს არ შევუქმნათ”, – აღნიშნა დავით უსუფაშვილმა. მისივე თქმით, პარლამენტისთვის პრიორიტეტულია როგორც მოქალაქეების საკუთრების დაცვა, ასევე საბანკო სისტემის გამართული საქმიანობა.