რეალურად, პრაქტიკულად და ეფექტურად წარმართვისა და განვითარებისთვის ალტერნატიულ გეგმას სთავაზობს. მისი თქმით, საჭიროა შეიქმნას მრავალმხრივი დამოუკიდებელი კომისია, როგორც მოლაპარაკებათა და მედიაციის ალტერნატიული, ახალი ფორმატი, დამოუკიდებელი სამხედრო, დიპლომატიური, ეკონომიკური და სოციალურ მიმართულებათა ექსპერტების მონაწილეობით, რომლებიც წარმოადგენენ 2008 წლის აგვისტოს ომში ჩართულ ყველა მონაწილეს, მათ შორის მედიაციურ მხარეს.
ნესტან კირთაძე: “დამოუკიდებელ კომისიაში წარმოდგენილნი იქნებიან ექპერტები საქართველოდან, რუსეთის ფედერაციიდან, აგრეთვე, ექპერტები ნატოდან და ევროკავშირიდან. დამოუკიდებელი კომისიის მუშაობაში, ვფიქრობ, უნდა ჩაერთოს საფრანგეთი, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს განსაკუთრებული მედიატორული მხარე. ჩემს მიერ შემოთავაზებული დიალოგის ალტერნატიული ფორმატი და მონაწილეები შექმნიან დამოუკიდებელი კომისიის ძირითად ბირთვს, განსაზღვრავენ პრაქტიკული და ეფექტური დიალოგის დამოუკიდებელ, ალტერნატიულ პროცესს, წინასწარ განსაზღვრული სამშვიდობო მიზნებით და პრაქტიკული შედეგებით.
ვფიქრობ, რომ ამ ალტერნატიული ფორმატისა და დამოუკიდებელი კომისიის შექმნის პროცესს უნდა უხელმძღვანელოს გაეროს სპეციალურმა წარმომადგენელმა. ამ კომისიის შექმნის შესახებ უკვე საუბარი მქონდა ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლობასთან ბრიუსელში, აგრეთვე ჩემი სპეციალური ვიზიტების დროს მოსკოვში. სწორედ ამ იდეის განხორციელება არის დღეს ჩემი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი.
ჩვენ ყველას ერთად გვჭირდება ნაკლები ემოციები და მეტი გონივრული და პრაქტიკული ნაბიჯები საყოველთაო მშვიდობისათვის მთელს კავკასიის რეგიონში.
მუდმივი მშვიდობის იდეა საქართველოში, ჩვენი ნათესავი ხალხების- აფხაზებისა და ოსებისათვის და მთელი კავკასიის რეგიონისათვის, არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და პრინციპი, რომელიც რეგიონის სახელმწიფოთა მიერ თანამიმდევრულად უნდა გახორციელდეს.
ეს გვჭირდება ჩვენ, ეს ჭირდება აფხაზეთსა და ოსეთს, ეს ჭირდება მთელ კავკასიის რეგიონს.”