12 ათასამდე ავტოსატრასპორტო საშუალებებიდან, 32%-მა პირველ ჯერზე ტექნიკური დათვალიერება ვერ გაიარა, რის გამოც მძღოლებს დამატებით ერთვიანი ვადა მიეცათ“, _ აღნიშნული განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გიორგი ჩერქეზიშვილმა, ტექდათვალიერების 2-თვიან შედეგებზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სავალდებულო ტექდათვალიერების ამოქმედების შემდეგ შესაბამის ცენტრებს 12 ათასამდე ავტომობილის მესაკუთრემ მიმართა. ასევე, მან აღნიშნა, რომ უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპეტქტირების ცენტრებზე.
,,დაახლოებით, 12 ათასამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებიდან 30-32%-მა ვერ გაიარა ტექნიკური დათვალიერება და მათ მიეცათ ერთვიანი ვადა. მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა მიმდინარეობს 1 ივლისიდან, ამ ჯგუფს კი ახალი კატეგორიები დაემატება. ასევე, უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ინტერესთა გამოხატვა დამატებით პერიოდული ტექნიკური ინსპეტქტირების ცენტრებზე, სადაც ავტოსატრანსპორტო საშუალებები გადანაწილდება კვოტების მიხედვით. ველოდებით, რომ გარკვეული პოზიტიური შედეგები გვექნება“, _ განაცხადა გიორგი ჩერქეზიშვილმა.