მომავალი პრეზიდენტი (სავარაუდოდ) ოფიციალურ ქორწინებაში არ იმყოფება, ჰყავს 20 წლის ქალიშვილი და მშობლები.
გასული წლის იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მარგველაშვილმა შემოსავლის სახით დაახლოებით 84 ათასი ლარი მიიღო: საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორი, ლექტორი- 51517.00 ლარი. ააიპ საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი- მკვლევარი- 25000.00 ლარი. გადაცემა “კვირის აზრების” ავტორი- 1400.00 ლარი. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – 6307.00 ლარი.
“ქართული ოცნების” საპრეზიდენტო კანდიდატი დუშეთსა და თბილისში რამდენიმე ბინისა და მიწის ნაკვეთის მფლობელია: გიორგი მარგველაშვილი-დუშეთი, სააკაძისქუჩა N37, ფართობი -775.00 კვ.მ
თეიმურაზ მარგველაშვილი (მამა) ბინა, თბილისი, პავლე ინგოროყვას ქუჩა N22, ფართობი – 165.00 კვ.მ
გიორგი მარგველაშვილი მიწის ნაკვეთი, დუშეთი, სააკაძის ქუჩა N37, ფართობი -946.00 კვ.მ. გიორგი მარგველაშვილი-საცხოვრებელი სახლი, ქალაქი დუშეთი, სააკაძისქუჩა N37, ფართობი -200.00 კვ.მ. გიორგი მარგველაშვილი-ბინა, თბილისი, პაულო იაშვილის ქუჩა N1/6, ფართობი – 120.00 კვ.მ. გიორგი მარგველაშვილი _ მიწის ნაკვეთი, დუშეთი, სააკაძის ქუჩა N37, ფართობი -1200.00 კვ.მ. გიორგი მარგველაშვილი _ 100%დუშეთი, სააკაძისქუჩა N37, ფართობი -541.00 კვ.მ
საპრეზიდენტო კანდიდატს ანგარიშზე ერიცხება: “თი–ბი–სიბანკი” სახელფასო 1464.00 ლარი. ბანკი ”ქართუ” სახელფასო-13640.00 ლარი. “თი–ბი–სიბანკი” ანაბარი 6392.00 ლარი.
გარდა ამისა პრეზიდენტობის კანდიდატის ანგარიშზეა 7500 ევრო.
_ “2007 წელს ქ.მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა “გროშჰადენი”. ჩარიცხულ იქნა ჩემს სახელზე 20000 ევრო და ოპერაციის შემდეგ ჩემს სახელზე დარჩენილია 7500 ევრო” _ წერს მარგველაშვილი თავის ქონებრივ დეკლარაციაში.