თუ უხვი მოსავალი არ იქნება მიღებული, თუმცა ღვინის ნაციონალური სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, პაატა ჭავჭანიძემ განაცხადა, რომ მევენახეობის დარგში სუბსიდიების ჩადება გაგრძელდება.
“შეუძლებელია, ამ წელს მევენახეობაში არ იქნას ჩადებული სუბსიდიები. სხვა თემაა, როგორი ფორმით იქნება ეს გაკეთებული. ყველა შემთხვევაში, მევენახეები მიიღებენ სარგებელს გახორციელებული სამუშაოების მიხედვით. მას შემდეგ, რაც ქართული ღვინო რუსულ ბაზარზე გავიდა, ყურძენზე მოთხოვნილება წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა. თუ 2012 გლეხებისგან ყურძენი შეისყიდა 37-მა კერძო კომპანიამ, ახლა მათი რიცხვი 50%-ით გაიზარდა. ჩვენი მიზანია, გლეხმა შეძლოს მიღებული მოსავლის რეალიზაცია იმ ფასად, რომ შეძლოს ხარჯების დაფარვა და შესაძენი ფასი არ იყო იმაზე დაბალი, რაც იყო წინა წლებში,” _ განაცხადა პაატა ჭავჭანიძემ.
ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში გაიხსნება სპეციალური შტაბი, რომელიც გაუწევს კოორდინირებას ყურძნის შესყიდვის პროცესს, თუმცა ეს შტაბი არ ჩაერევა ფასის განსაზღვრის პროცესში, რომელიც განისაზღვრება საბაზრო პრინციპით.