იმავე დღეს ქართველმა მკლავჭიდელებმა 6 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
102 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე თენგიზ ედილაშვილი – მარჯვენა და მარცხენა ხელით გამართულ შეჯიბრში გამოვიდა და 2 ოქროს მედალი დაისაკუთრა.
ვლადიმერ კობახიძემ 80 კგ წონით კატეგორიაში ასევე ორივე ხელით იასპარეზა და 2 ოქროს მედალი მოიპოვა.
მძიმე წონით კატეგორიაში ლევან საგინაშვილმაც ასევე ორი ხელით იბრძოლა და მანაც 2 ოქროს მედალი აიღო. 100 კგ წონით კატეგორიაში კი გელა გელაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ირლანდიაში, ქალაქ ბელფასტში გამართულ „მსოფლიო პოლიციის და სახანძრო სამსახურის სპორტულ ოლიმპიადაზე“ წელს, პირველად მიიღო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაკრებმა მონაწილეობა. დღეისათვის შშს-ს ნაკრებს სპორტის 7 სახეობაში 12 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი აქვს მოპოვებული.
ოლიმპიადა 12 აგვისტოს დასრულდება.