რომ სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის მკაცრი სისტემა და სიახლის სურვილი _ ეს იყო ის გადამწყვეტი ფაქტორები, რამაც “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლება დააკარგვინა.
_ საერთოდ, არასდროს არ ხდება ისე, რომ ამოარჩიო ერთი რომელიმე კონკრეტული შეცდომა. იყო რაღაცეები, რასაც ადამიანი სხვაგვარად გააკეთებდა. იყო ისეთი რაღაცეებიც, რომელსაც ადამიანი საერთოდ არ გააკეთებდა, მაგრამ თუკი ყველაფერ ამას არ გავაკეთებდით, ვერ გავაკეთებდით ყველაფერ კარგს, რაც ამ წლების განმავლობაში გაკეთდა. ის დინამიკა და აღმშენებლობის სული, რაც ამ ცხრა წლის მანძილზე იყო საქართველოში და ამას ვერავინ ვერ უარყოფს, ამ ტიპის ქმედებები თავისთავში გულისხმობს იმასაც, რომ შესაძლებელია დაშვებული იყოს შეცდომები.
_ რა იყო ის კონკრეტული მიზეზი, შეცდომა, რამაც არჩევნები წაგაგებინათ?
_ არჩევნებში დამარცხებას მე ვუკავშირებ იმას, რომ იყო ძალიან მკაცრი ადმინისტრირება, ძალიან მკაცრი სასჯელაღსრულების და პროკურატურის სისტემა, მაგრამ ამასთანავე მგონია, რომ ყველაზე მთავარი მიზეზი იყო ის, რომ გავიდა ცხრა წელიწადი და ადამიანებმა გადაწყვიტეს, სხვა პოლიტიკურმა ძალამაც სინჯოს ბედი. ძალიან ჩქარა დაინახავენ, იყო თუ არა მათი გადაწყვეტილება სწორი. მე, პრინციპში, უკვე ვიცი, რასაც დაინახავენ ისინი.