შინაგან საქმეთა მინისტრს პირად კონტrოლზე აქვს აღნიშნული საქმე აყვანილი და საათობრივად ვახსენებთ დღის განმავლობაში ჩვენს მიერ გატარებულ ყველა სამძებრო ღონისძიებების შესახებ. აქედან გამომდინარე მაქსიმუმს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დარეჯან დიასამიძის უგზო-უკვლოდ დაკარგვის ფაქტი დროულად იქნეს გამოძიებული და გაირკვეული თუ სად იმყოფება იგი და როგორია მისი ამჟამინდელი მდგომარეობა.
ამჯერად აქტიურად მიმდინარეობს ყველა ღონისძიება, მობილიზებულია ყველა რესურსი, რაც კი არსებობს შინაგან საქმეთა სამინისტროში და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის მალე დადგეს შედეგი.” _ განაცხადა აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ვალერი თელია
სამართალდამცველები ბათუმის მახლობლად სოფელ ახალშენში მცხოვრებ 17 წლის დარეჯან დიასამიძეს უკვე მესამე დღეა, უშედეგოდ ეძებენ. გოგონა 7 აგვისტოს, დაახლოებით, 10:00 საათზე გაუჩინარდა. დარეჯან დიასამიძე ბოლოს მეზობელ სოფელში, ნათესავთან იმყოფებოდა, რის შემდეგაც მისი კვალი იკარგება.
გოგონას დედა ლამზირა მახარაძე სამართალდამცველებს დახმარებას სთხოვს. მისი ინფორმაციით, სამართალდამცველებმა გაუჩინარების დღიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებები ამოიღეს, თუმცა დამატებითი დეტალები არ ხმაურდება.
დიასამიძის ფოტოები და მის ოჯახთან დასაკავშირებელი საკონტაქტო ინფორმაცია ბათუმის ცენტრალურ ქუჩებში, ჯიხურებსა და ავტობუსების გაჩერებებზეა გამოკრული.
(ფოტო” “ნეტგაზეთი”)