დღეს ნოქალაქევში 16.30 წუთზე საქართველოს პრემიერ მინისტრს ელოდებიან, რომელიც გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის მხარდასაჭერად ჩადის. ცერემონიაზე დასასწრებად სენაკში კოალიციის ლიდერები და საზოგადოების წარმომადგენლები იკრიბებიან.
გიორგი მარგველაშვილი ღონისძიებაზე საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს დაასახელებს. გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოს შტაბს ხვიჩა ჯიშკარიანი უხელმძღვანელებს.
პრეზიდენტობის კანდიდატი ნოქალაქევში ხალხთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ხობის რაიონის სოფელ ნოჯახევში ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში წმინდა ცოტნე დადიანის ხსენების დღის აღსანიშნავ საზეიმო წირვას დაესწრება.