რომლის განხილვა 19 სექტემბერს შედგება. პროექტის გახორციელების შემთხვევაში, სახლების დატოვება 184 ოჯახს მოუწევს.
გარემოსდამცველი ლაშა ჩხარტიშვილი „ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო დაპირებას ახსენებს, რომლის მიხედვითაც, საქართველოში დიდი ჰესების მშენებლობა უნდა შეჩერებულიყო.
გთავაზობთ ჩხარტიშვილის სრულ განცხადებას:
“ქართული ოცნება” საარჩევნო საარჩევნო პირობას არღვევს ! დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვის ნაცვლად, ხელისუფლებამ ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით ახალი მემორანდუმი გააფორმა და გარემოსდაცვითი, ასევე სამშენებლო ნებართვის გაცემისათვის ემზადება ! ერთად ვიბრძოლოთ სვანეთის დატბორვის, მისი მოსახლეობის ჯანმრთელობის, ასევე უნიკალური ბუნებისა და კულტურული მემკვიდრეობის განადგურების არ დასაშვებად !
სამწუხაროდ, როგორც ჩანს, ახალ ხელისუფლებას, ისევე, როგორც ძველს გადაწყვეტილი აქვს ელექტროენერგიის თურქეთში ექსპორტირებას, ანუ მოკლევადიან ფინანსურ, საბიუჯეტო და სავარაუდოდ კორუფციულ ინტერესებს შეწიროს სვანეთის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის უნიკალური ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა და მოსახლეობის ჯანმრთელობა, რაც კლიმატის ცვლილებების შედეგად გარდუვალი იქნება. ამასთანავე დატბორვისათვის წირავენ მრავალ ტრადიციულ სოფელს, 2 ეკლესიას და სხვა ძეგლებს, ასევე უმნიშვნელოვანეს ეკოსისტემებს… ამ გიგანტური ჰესის აშენებისა და შემდეგ მისი ნგრევის შემთხვევაში კი ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იწირება, არადა ნგრევის საფრთხე უაღრესად რეალური სეისმურობის მაღალი მაჩვენებლის, სამხედრო და დივერსიული საფრთხეების, ასევე საქართველოში მშენებლობის სფეროში არსებული უაღრესად დაბალი სტანდარტების გამო (გაიხსენეთ: “ახალი” პარლამენტი, რომელიც დღემდე “ნაწილებად იშლება”, აეროპორტის “მფრინავის სახურავი”, “ქარწაღებული ანაკლიის ხიდი” და ბოლო წლებში აშენებული პრაქტიკულად ყველა შენობა, რომლის გახსნისთანავე წვიმამ “გაჟონა)…
ამ ბარბაროსობის “სანაცვლოდ” არც ტარიფების შემცირება და არც რაიმე სხვა სახის სარგებელს არ მიიღებს მოსახლეობა, არც რაიმე გარდაუვალი საჭიროება დაუსაბუთებია ქვეყანაში დამატებით ელექტროენერგიის საჭიროების მხრივ და ამ თვალსაზრისით, რომც იყოს აუცილებლობა ქვეყანაში მრავალი სხვა ალტერნატივა არსებობს: მხოლოდ არსებული ელექტროსადგურების რეაბილიტაციას (გაწმენდასა და გადაიარაღებას) შეუძლია, სულ მცირე ხუდონჰესის სიმძლავრეზე, 1,5-ჯერ მეტი ელექტროენერგიის მოცემა, ქვეყანას გააჩნია მიკროჰესების მშენებლობის, თერმული წყლების, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენების ძალიან დიდი პოტენციალი, ასევე სხვა წყაროებიც, რომელთა გამოყენებას არ სჭირდება ადამიანების, ბუნებისა და ისტორიული მემკვიდრეობის მსხვერპლად შეწირვა ! ეს ყოველივე არჩევნებამდე მნიშვნელოვანი იყო “ქართული ოცნებისათვის” და ამიტომ მათ საარჩევნო პროგრამაში დიდი ჰესებისა და ატომური სადგურების მშენებლობის აკრძალვის პირობა დადეს, რაც მათგან განსხვავებით, მე როგორც ამ ოფიციალური დოკუმენტის “გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მართვის” თავის ავტორს ძალიან კარგად მახსოვს და მანამ შევახსენებ, სანამ მას არ შეასრულებენ, ან არ აღიარებენ, რომ “უბრალოდ” ამომრჩევლები მოატყუეს! ამასთანავე სისხლის უკანასკნელ წვეთამდე ვაპირებ ვიბრძოლო სვანეთისა და საქართველოს სხვა უნიკალური მხარეების დატბორვა-განადგურების წინააღმდეგ!”