საქართველოს მთავრობასა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის.
სტრატეგია მომზადებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გაეროს განვითარების პროგრამის კონსულტანტთა ჯგუფის, სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ერთობლივი მუშაობის შედეგად.
სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის სათათბირო ორგანო _ რეგიონული განვითარების საბჭო, 2011 წელს შეიქმნა, რომელიც დაკომპლექტებულია გუბერნატორის ადმინისტრაციის სამსახურების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო უწყებების წარმომადგენლობით.
ვალერი ჩიტაიშვილი, გურიის გუბერნატორი: _ გაიმართა მორიგი შეხვედრა გურიის რეგიონის განვითარების სტრატეგიის პროექტთან დაკავშირებით. ამ ჯგუფში მუშაობდნენ, როგორც მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ასევე სამხარეო ადმინისტრაცია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გაეროს სპეციალური კონსულტანტები, ასევე, სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები, ჩვენ გარკვეულ პროექტზე შევჯერდით, რომელიც დამტკიცდა დღეს. ეს არის რამდენიმეწლიანი პროექტი, გეგმაში კი ყველა მიმართულება და სფეროა განხილული, რისი განხილვის შემდეგ ხდება მომავალი პროექტების დამტკიცება.
გიორგი წაქაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარების და რეგიონული პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი: _ დღევანდელი შეხვედრის მიზანია, კიდევ ერთხელ მოხდეს რეგიონის სტრატეგიის განხილვა, რომელიც არის მომავალი 8 წლის პერიოდზე გათვლილი და რეგიონისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, პირველ ყოვლისა ამ სტრატეგიაზე იქნება დამოკიდებული, თუ რა კონკრეტული პროექტები შესრულდება მომავალში. უნდა მოხდეს აქ ასახული მიმართულებების პროექტების სახით დამტკიცება. გარდა ამისა, არის რეგიონის კომპლექსური განვითარების გეგმა და ეს ყველაფერი არის ჩვენი ვალდებულება ევროკავშირის წინაშე.
გურიაში, ძირითად მიმართულებებში არ არის განსხვავება. როგორც სხვა რეგიონებში, აქაც არის უმუშევრობისა და ინფრასტრუქტურული პრობლემები, სოციალური თემები, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია. შესაბამისად, სწორედ ამაზე კეთდება აქცენტი, ასევე, ბიზნესის განვითარებასა და ინფრასტრუქურის მოწყობაზე.