ჩვენთან სატელეფონო საუბრის დროს გურიის გუბერნატორი ვალერი ჩიტაიშვილი ამბობს, რომ მსგავსი საკითხი დღის წესრიგში არ დგას. რაც შეეხება ვიცე-გუბერნატორს, პაატა მანჯგალაძეს, რომელსაც საარჩევნო დიდი გამოცდილება აქვს, მან “გურია ნიუსთან” განაცხადა:
_ სამწუხაროდ, ამ ინფორმაციას ვერ დავადასტურებ. უკვე დაიწყო საარჩევნო კამპანია, პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში ამ კამპანიის ნაწილია, რაც გულისხმობს იმას, რომ ამას თავისი წესი და დრო აქვს. შესაბამისად, აღნიშნულის თაობაზე უახლოეს პერიოდში იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც საყოველთაოდ გაცხადდება, _ გვითხრა პაატა მანჯგალაძემ.
ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, მომავალ კვირაში ლანჩხუთში და ოზურგეთში პრეზიდენტობის კანდიდატს დავით ბაქრაძეს ელოდებიან და სწორედ ამ დროისთვის გახდება ცნობილი, თუ ვინ იქნება მისი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გურიაში და სამივე მუნიციპალიტეტში.