“გურია ნიუსი” ერთ-ერთ მათგანს, ბეჟან ბერიძეს დაუკავშირდა.
_ ბატონო ბეჟან, რა გახდა მიზეზი, რომ ტოვებთ სოფელს?
_ ყველანაირი საარსებო წყარო შეგვიზღუდეს.
_ იქნებ, დააკონკრეტოთ.
_ კონკრეტული მოთხოვნა ბოლო დროს იყო საცელე მინდვრებზე საქონელი გამოგვეკვება. არცერთი პრესი არ გვაქვს მოტანილი საქონელი რომ გამოვკვებოთ, სანამდე შეიძლება, ასე უსამართლოდ მოგვექცნენ. ახლა გზაში ვართ და მოვდივართ ბათუმში და იმედია იქ მოგვხედავენ. ყველა გვეუბნება ნინოწმინდაში, რომ საიდანაც მოხვედით, იქ წადითო. ყველაფერი ხელში აქვს ჩაგდებული 7-8 ფერმერს და ჩვენთვის არაფერი აღარ დარჩა.
_ ვინ გეუბნებათ, რომ თქვენ კუთხეს დაუბრუნდითო?
_ სოფლის რწმუნებული და ადგილობრივი ხელისუფლება.
_ კონკრეტულად, რას აპირებთ?
_ აჭარაში დაბრუნებას. იმედია, მოგვხედავენ და თუ არ მოგვხედავენ, არ ვიცით, რა უნდა ვქნათ? სანამდე შეიძლება უიმედოდ იყოს ადამიანები საქართველოში.
_ რამდენიმე ოჯახი აპირებთ ნინოწმინდის დატოვებას?
_ ამ ეტაპზე ექვსი ოჯახი წამოვედით. დანარჩენები გველოდებიან, ყველაფერი აჭარის ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.
_ მთლიან ჯამში რამდენ ოჯახს აქვს მსგავსი პრობლემა?
_ მთლიანობაში 96 ქართული ოჯახია.
_ ყველა აპირებს დატოვებას?
_ ჩემი აზრით, 70% წამოსვლას აპირებს.
_ ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართეთ პრობლემის მოგვარებისთვის?
_ არა, ნინოწმინდაში მივმართეთ „ქართული ოცნების“ ოფისს და იქ გვითხრეს, რომ ორხელისუფლებიანობა არის და ჯერჯერობით ვერაფრით დაგეხმარებითო. მე სადაც ვცხოვრობ, „ქართული ოცნების“ კორდინატორი ვარ. ჩვენს სოფელში ხელისუფლება არ შეცვლილა. ყველგან ის ხალხია, ვინც 2012 წლის არჩევნებამდე იყო და გვქონდა პრობლემა, ყველა ნაციონალები არიან.
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გაგიკ კარსლიანის თქმით, ეკომიგრანტებისთვის არავის უთქვამს, რომ იქ წავიდნენ, საიდანაც მოვიდნენ:
_ ეს ტყუილი საუბარია. ნამდვილად არ მითქვამს მსგავსი რამ. ნინოწმინდაში საერთოდ თივასთან დაკავშირებით პრობლემა არის, რადგან არ არის და აქედან გამომდინარე, მარტო ერთ ან ორ ოჯახს კი არა, ბევრ ოჯახს აქვს მსგავსი პრობლემა. ძირითადად ნაწილზე არ დათესეს და არ დახნეს მიწა და აქედან გამომდინარე თივაც ნაკლებია. ვისაც პრეტენზია აქვს და ისინი აპირებენ აქციას, ნახონ თავიანთი რამდენი ჰექტარი მიწა აქვთ. ზოგს მაღაზია აქვს და ა.შ. საერთო პრობლემაა ახლა ნინოწმინდაში და ვცდილობთ, რომ ეს პრობლემა გადაიჭრას.
_ ამ პრობლემის შესახებ ცენტრალურ ხელისუფლებას აცნობეთ?
_ ნუ, ცოტა ხანი დაველოდოთ. ჩემთვისაც ძალიან რთული პერიოდია. ეს მიწები სახელმწიფოს ეკუთვნის. ჩვენ სხვა პრობლემებზე ვმუშაობათ, ეს არის: ხიდი, წყალი, სოფლის მხარდამჭერი პროგრამები. ვაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია. მთავრობისადმი თხოვნით მზადდება წერილი და იმედია მოგვარდება ყველაფერი.
ფოტო: brokeri.ge