აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან არჩილ ხაბაძესთან ერთად, შავი ზღვის სანაპირო ზოლზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები დაათვალიერეს.
წლების განმავლობაში მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლი ხშირად ირეცხება. სამინისტროების ინიციატივით, სამუშაოებს კომპანია „აჭარ ენერჯი 2007″ მდინარე ჭოროხისა და შავი ზღვის შესართავთან ახორციელებს.
კომპანია მდინარე ჭოროხზე, ჰესის მშენებლობის ზონიდან საკუთარი ხარჯებით, 100 ათას კუბმეტრ ქვიშა-ხრეშს მოიპოვებს. კომპანია მოპოვებულ ბუნებრივ რესურსს შავი ზღვის სანაპირო ზოლში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოყოფილ ადგილზე დაასაწყობებს, რომელიც შემდგომ ნაპირდაცვით სამუშაოებს მოხმარდება. მსგავსი შეთანხმება ინვესტორთან პირველად არის მიღწეული.
შეგახსენებთ, რომ “გურია ნიუსი” მდინარე ჭოროხზე მშენებარე კაშხლების გამო აჭარის სანაპირო ზოლის საფრთხეზე წერდა. სწორედ, ჭოროხის მოტანილი ნატანით ხდება აჭარის სანაპირო ზოლის გამაგრება. ვინაიდან, ნატანი ამოაქვთ მდინარიდან, ამიტომ გახდა საჭირო შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება.