და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ელგუჯა ხოკრიშვილმა სოფელ სართიჭალის წყალსადენი სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
სარიაბილიტაციო სამუშაოები მინისტრთან და ფონდის დირექტორთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მოინახულეს.
სოფელ სართიჭალის წყალსადენის სისტემის რეაბილიტაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტში “საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ევროპის საინვესტიციო ბანკის ( EIB)-ის დაფინანსებით, ახორციელებს. სამუშაოების საერთო ღირებულება 2,325,403.65ლარია.
აღნიშნულ პროექტზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 2012 წლის 24 აპრილს დაიწყო და მიმდინარე წლის 15 ოქტომბრისათვის დასრულდება. პროექტს შ.პ.ს. “ბელდ ინვესტი“ ახორციელებს, სამუშაოების ფარგლებში ჯამში პროექტის მიმდინარეობისას 80 ადამიანი დასაქმდა, აქედან 80% ადგილობრივი მოსახლეობაა.
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ სართიჭალის მოსახლეობას არა მხოლოდ წყლის მიწოდება გაუუმჯობესდება, არამედ – სასმელი წყლის ხარისხიც.