ეს საკითხი საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე თანხმობით გადაწყდა. იქვე ამ საწვავის ნიმუშიც წარმოადგინეს.
ირინა საჯაიამ განაცხადა, რომ შეშის ეს ალტერნატიული საშუალება მზადდება ნახერხისგან, არის ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიურიც. დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ “ბრიკეტს” სხვა რეგიონებში აქტიურად მოიხმარენ და ძალიან კარგია, რომ ამიერიდან გურიაშიც გამოიყენებენ.