როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ხვალ გადაწყდება დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო 11 ადამიანის სარჩელს და მოხდება თუ არა მათი სამსახურში აღდგენა. ასევე, ხვალვე გახდება ცნობილი, მერიის რომელმა მაღალჩინოსანმა გამოუწერა პრემია საკუთარ თავს თანამშრომლების წარმატებით გათავისუფლებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია ერთი თვის უკან გახორციელდა, რომლის შედეგად სხვადასხვა მიზეზების გამო მერიიდან 86 თანამშრომელი გათავისუფლეს, ხოლო 11-მა მათგანმა გადაწყვეტილება არაკანონიერად მიიჩნია და ბრძანება ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გაასაჩივრა.