სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: “ბუპრენორფინი”-ს აბის ნაფხვენი და 50 აბი “ტრამადოლი”. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბექა ვ-მ ნარკოტიკები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გერმანიიდან ჩამოიტანა.
ნარკოლოგიური შემოწმებით, ბრალდებულს “ოპიუმი”-ს ჯგუფის ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაუდგინდა.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 262-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).