ნინო ბურჯანაძის პარტიის “დემოკრატიული მოძრაობის” სახელით და მას ლელა ნაცვალაძე ჩაუდგება სათავეში. ქალბატონი ლელა ამ ინფორმაციას ჩვენთან საუბრის დროს არ ადასტურებს.
_ პირველად მესმის, რასაც ამბობთ. ვისთან უნდა შევქმნა ფრაქცია? თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ თანამოაზრეები ვნახო. მანდ ბევრი წესიერი ადამიანია, რომელიც ახლა ჩუმადაა. არ მიფიქრია ამ საკითხზე. ისე, თქვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის შემდეგ, არ არის გამორიცხული, რომ ამაზე ვიფიქრო, _ გვითხრა ლელა ნაცვალაძემ.