კვლევა საქართველოს რამდენიმე მუნიციპალიტეტში გახორციელდა და მისი მთავარი მიზანი საქართველოში ფინანსური დეცენტრალიზაციის ხარისხის შეფასება იყო. კავკასიის ეკონომიკური და სოციალური ინსტიტუტის წარმომადგელების განცხადებით, კვლევის პროცესში აღმოჩნდა, რომ თვითმმართველობებს არ გააჩნიათ საკმარისი ფინანსური რესურსები. ასევე, გამოვლინდა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში ჯამურად ერთ სულ მოსახლეზე საბიუჯეტო შემოსავლების გადანაწილება ხუთჯერ ნაკლებია, ვიდრე ცენტრალური ბიუჯეტის ანალოგიური მაჩვენებელი. კვლევამ ასევე აჩვენა, რომ არსებული საფინანსო სისტემის პირობებში, ადგილობრივი ხელისუფლება შეზღუდულია ადგილობრივი თვითმმართველობის იდეა და უფლება რომ თავად გადაწყვიტოს და გადაჭრას საკუთარი შეხედულებებისამებრ.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved