ინფორმაციას საკრებულოს თავმჯდომარე, მამუკა ქარდავაც ადასტურებს და აცხადებს:
“გამგებლის განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ საკრებულოში დღეს, 22 აგვისტოს შევიდა და დღესვე მოხდება მისი დაკმაყოფილება. რაც შეეხება ახალი გამგებლის დანიშვნას, გამოცხადდება კონკურსი. მომდევნო კვირას ვებ-გვერდზე განთავსდება ყველა პირობა და მსურველები შეძლებენ განაცხადის შემოტანას.”
კახა ბენიძე თანამდებობიდან წასვლას ახალ სამსახურში გადასვლით ხსნის: “მუშაობა დავიწყე ფინანსთა სამინისტროში, შემოსავლების სამსახურში, ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის მოადგილედ,” _ ამბობს ბენიძე.
ამჟამად გამგებლის მოვალეობას მოადგილე, მახარე ჩოკორაია ასრულებს.
მკითხველს შევახსენებთ, რომ კახაბერ ბენიძე ხობის რაიონის გამგებლის პოსტზე საქართველოს პარლამენტის არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ დაინიშნა და 2012 წლის 12 დეკემბრიდან მუშაობდა.