მაგალითად, პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, დაითხოვოს საკრებულოები ადგილობრივი მუნიციპალიტეტბში.
“აღნიშნული კანონპროექტი გულისხმობს, რომ პრეზიდენტს უფლება აღარ ექნება დაითხოვოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების საკრებულოები. დაჩქარებული წესით მიღებული პროექტის მიხედვით კი ქვეყნის პირველი პირს, მთავრობასთან შეთანხმების გარეშე, ან კიდევ მთავრობას, პრეზიდენტის გარეშე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს დათხოვნა აღარ შეეძლება,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ლევან ბეჟაშვილმა.
საკანონმდებლო ორგანო საშემოდგომო სესიებზე 160-მდე კანონში ცვლილების შეტანას დაჩქარებული წესით გეგმავს.