_ ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს.
პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის თავდაპირველი ვერსიით, პლებიცისტის დანიშვნის უფლება მთავრობას ენიჭებოდა, თუმცა, შესწორებების შეტანის შემდეგ, ეს კომპეტენცია პრემიერ-მინისტრს გადაეცა.
შეგახსენებთ, რომ საკანონმდებლო ორგანოში 160-მდე კანონპროექტში ცვლილებების შეტანას დაჩქარებული წესით განიხილავენ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ პრეზიდენტის უფლებები ამჯერად პრემიერ-მინისტრსა და მთავრობაზე გადანაწილდება.
აღნიშნული ცვლილებები ძალაში ახალი პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების დღიდან შევა.