ნარკოტიკული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვისთვის და საზღვარზე გადმოტანის ბრალდებით დაკავებულ 250 პატიმარს, ქალთა ციხეში მყოფი 30-მდე პატიმარიც უერთდება.
ხელისუფლების მიერ გამოცხადებული ამნისტიის თანახმად, 260-ე და 262-ე მუხლებით მსჯავრდებულები ამნისტიის შედეგად უნდა გაეთავისუფლებინათ, თუმცა, მათი საპატიმროდან გაყვანა ამ დრომდე არ მომხდარა.
პატიმრები გათავისუფლების მოთხოვნით 10 სექტემბრიდან შიმშილობას დაიწყებენ.