მათი თქმით, დროა ხელისუფლებამ დანაპირები შეასრულოს, ვიდრე ხალხი თვითმკვლელობამდე მივა.
“ხალხის გაბოროტებულია და თვითმკვლელობამდე მიდის. ბევრს სახლები გუშინ უკვე აუქციონზე დაუდეს. ბატონი ბიძინა ივანიშვილი ხალხს ბევრ რამეს პირდებოდა, მაგრამ არავინ _ არც ძველი და არც ახალი მთავრობა გაჭირვებული ხალხისთვის არ არის. მოვუწოდებ ყველას შეაჩერონ გამოსახლება, მოგვცენ დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები და ყველა გადაიხდის. არავის სხვა სახლი, სხვა თავშესაფარი არ აქვს. მაგათ არ აინტერესებთ გაჭირვებული ხალხის მდგომარეობა. ჩვენ არ გავჩერდებით _ დღეს აქ კარვებს გავშლით, მთელი თბილისი, ბათუმი, ფოთი წამოვა და აქ დადგება. ეს იქნება ცივი ომი. ხალხი შიმშილობს _ რატომ არ გესმით?!” _ თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, მარინე ჭეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა “აღსრულების შესახებ კანონპროექტი” პირველი მოსმენით მიიღო, რომელიც 6-თვიან მორატორიუმს და გამოსახლების შეჩერებას ითვალისწინებდა. თუმცა, კანონპროექტს მხარი მთავრობამ არ დაუჭირა, რის გამოც მისი განხილვა შეჩერებულია. ამის ფონზე კი იპოთეკარების აქცია პარლამენტთან და მოთხოვნები დაბალპროცენტიანი სესხების შესახებ უკვე ჩვეულ დღის წესრიგად იქცა.