_ ვის არ ვთხოვე დახმარება, მაგრამ ჯერჯერობით არავინ არ მეხმარება. ნახეთ რა მდგომარეობაში ვარ, ყოველ გაწვიმების დროს ვერ ვიძინებ, ცოდვა არ ვარ? ღია ცის ქვეშ მიწევს დაძინება. სამი დღის წინ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე დავწერე ახალი განცხადება და ველოდები ახლა პასუხს. – გვითხრა გიორგი ქუტიძემ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის მოადგილე, ირაკლი სირაძე „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ გიორგი ქუტიძის წერილი განხილვის ეტაპზეა: – ძალიან მძიმე მდგომარეობაა, ვიცნობთ ბატონი გიორგის პრობლემას და ვფიქრობთ, როგორ დავეხმაროთ. – გვითხრა ირაკლი სირაძემ.