მიროტაძე მიიჩნევს, რომ ეს საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებით არის დაკომპლექტებული.
“ეს იყო პირადად მათი გადასაწყვეტი და ალბათ მოვისმენთ არგუმენტებს, რატომ მოხდა ეს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას რომ პარლამენტი ერევა ამ საქმიანობაში. ეს გადაწყვეტილება მე კიდევ ერთხელ მაფიქრებინებს, რომ ჩვენ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც დავაყენეთ სამეთვალყურეო საბჭოს შეცვლის საკითხი. მიმაჩნია, რომ ეს არის პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისგან შემდგარი ორგანო,” _ განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ანი მიროტაძემ.
შეგახსენებთ, რომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეთვალყურეო საბჭომ თანამდებობიდან გაათავისუფლა არხის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი.