მისი თქმით, ამ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩართულია.
“ის ფაქტი, რაც დღეს ხდება “საზოგადოებრივ მაუწყებელში”, აღმაშფოთებელია მაშინ, როცა ბორდი მასზე დაკისრებულ მოვალეობას პირნათლად ასრულებს _ ათავისუფლებს დირექტორს იმ ფინანსური პრობლემების გამო, რომელიც მაუწყებელშია. ამ პროცესში აქტიურად არის ჩართული შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამით ცდილობენ დაფარონ ის ფინანსური პრობლემები, რომელიც არხს გააჩნია. მიმდინარე პროცესებზე აუცილებელია, განცხადება გააკეთოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. პოლიტიკურად ანგაჟირებულობაა, როცა შსს “საზმაუს” ბორდზე ზეწოლას ახორციელებს,” _ განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა სერგო რატიანმა.