ბრალდებულმა 6 აგვისტოს, 20:40 საათზე, შსს-ს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ “112”-ში განახორციელა ზარი ქუთაისში, პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობის შესახებ.
სამართალდამცველები შეტყობინებისთანავე გამოცხადდნენ ადგილზე და შენობიდან დეპუტატებისა და იქ მომუშავე პერსონალის ევაკუაცია მოახდინეს. ადგილზე, შესაბამისი წესების დაცვით, შსს-ს გამნაღმველთა სამსახურმა და კინოლოგებმა იმუშავეს, რის შედეგადაც გაირკვა, რომ განგაში ცრუ იყო. პარლამენტის შენობაში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.
სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული მოქმედებების შედეგად, ბრალდებული ხაშურში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 331-ე მუხლით).