“არა ჩხუბი, არა ერთმანეთის შეურაცხყოფა, არა დაკითხვებზე ხალხის ტარება. არამედ ხალხზე ზრუნვა, ხალხის მდგომარეობის გაუმჯობესება. მიუხედავად ჩვენ შორის ფუნდამენტური განსხვავებებისა, მე მზად ვარ ვიმუშაო მთავრობასთან, მივაღწიო იმას, რაც ხალხს უნდა. მეტი სამუშაო ადგილი და უკეთესად დაცული ასეულობით ოჯახი ამ ქვეყანაში. ეს არჩევნები ჩვენი ქვეყნის მომავალს, ქართველი ხალხი მომავალს. ეს მიზეზი უკავშირდება სტაბილურობას, სიმშვიდეს, ერთიანობას, ქართველი დემოკრატიის და სახელმწიფოს განვითარებას,” _ ასე მიმართა ბაქრაძემ ზუგდიდში საკუთარ მხარდამჭერებს.
“გურია ნიუსის” კითხვაზე, კმაყოფილია თუ არა ზუგდიდში მხარდამჭერებთან შეხვედრით, დავით ბაქრაძემ ასეთი პასუხი გაგვცა: “ძალიან, ძალიან კმაყოფილი ვარ. ნახეთ მუხტიც, ნახეთ ადამიანების დამოკიდებულებაც და ვფიქრობ, რომ ასე ერთიანობით ჩვენ ვიქნებით წარმატებულები.”
ბაქრაძის მხარდამჭერებთან შეხვედრა “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი დამფუძნებლის კახა მიქაიას საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობდა.