მოწვეულმა ფოტოხელოვანებმა დაათვალეირეს “ნაბეღლავისა” და “ბახმაროს” მწარმებელი ქარხნები, მოინახულეს ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო და გაეცნენ უნიკალური წყლის ჩამოსხმისა და წარმოების პროცესს. ამასთან, საწარმოების მიმდებარე ტერიტორიებიც დალაშქრეს. უშუალოდ ნახეს და გუბაზეულის ხეობის შთამბეჭდავი კადრები ფირზე აღბეჭდეს. დასასრულს, ტურის ყველა მონაწილეს გადაეცა სპეციალური სერტიფიკატი მაზედ, რომ მონაწილება მიიღეს “წყალი მარგებელის” ტურში.
“წყალი მარგებელის” საქმიანობა ნაბეღლავის მინერალური წყლის მრავალწლიან ისტორიას უკავშირდება. კომპანიის დაარსების მიზანი იყო, განეახლებინა ნაბეღლავის ჩამოსხმა, რისი საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიციაც უკვე არსებობდა. ნაბეღლავის მინერალური წყლის საბადო კურორტ ნაბეღლავის ტერიტორიაზე, მდ. გუბაზეულის ხეობაში, ზღვის დონიდან 450-475 მ სიმაღლეზე მდებარეობს. (R)