და აღნიშნავს, რომ დროა, ხელისუფლება ამ საქმით დაინტერესდეს და ბაღებისთვის შენობები გამოყოს. მისი თქმით, ქუთაისში ბავშვები ბაღების გარეშე რჩებიან შენობების სიმცირის გამო. ამის მიზეზი კი სკოლამდელი დაწესებულებების სახელმწიფო დაფინანსება გახდა. რომლის შემდეგ ბაღებში ბავშვების ნაკადმა საგრძნობლად იმატა.
“2007 წლამდე ქუთაისში 46 საბავშვო ბაღი იყო, რომლიდანაც წინა ხელისუფლებამ 11 ბაღი საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა. ამჯერად ქუთაისში 35 ბაღი რჩება. ამან გამოიწვია ის, რომ ბაღები გადაჭედილია”, _ აღნიშნავს პარტია “თავისუფალი საქართველოს” ხელმძღვანელი.
წულაია აღნიშნული პრობლემის მოგვარებას ცენტრალური ხელისუფლებისგან ითხოვს, რადგან მიაჩნია, რომ ამ პრობლემის მოგვარება ადგილობრივ დონეზე შეუძლებელია.