საქმე ეხება რუსული გემის ეკიპაჟს რომელიც საზღვაო პორტ მერსინიდან ლიბიაში ყალბი დოკუმენტების საშუალებით დაახლოებით სამი ათასი ტონა ჭვავის მარცვლის გატანას ცდილობდა.
ინფორმაცია ამის შესახებ გვიან ღამით თურქულენოვანმა ინტერნეტპორტალმა www.gazetem.ru-მ გაავრცელა.
გამოცემის ინფორმაციით, მოლდოვის დროშით მცურავი რუსული გემი ”ლუნა” ქალაქ მერსინის პორტიდან კონტრაბანდული ტვირთის გატანას ყალბი საბუთებით შეეცადა, თუმცა, სამართალდამცვლებმა აღკვეთეს ეს მცდელობა და ეკიპაჟის 14 წევრის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღძრული რის გამოც მათ გემის დატოვება არ შეუძლიათ.
გემის ეკიპაჟი საქართველოსა და აზერბაიჯანის მოქალაქეებისაგან შედგება. თუმცა, ჯერჯერობით უცნობია მათი ვინაობა. გამოცემა მეზღვაურთა ვინაობას არ ასახელებს.
საქართველოს საზღვაო სააგენტო აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას ჯერჯერობით არ ფლობს. სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ანანო გომართელი გურიანიუსთან საუბარში აცხადებს, რომ ამ ფაქტის შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ და შესაბამისად, ჯერჯერობით ვერც რეაგირებას მოახდენენ.