თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, ლაზური ენა არჩევითი საგანი თურქეთის საშუალო სკოლებში 2013-2014 სასწავლო წელს გახდება.
სკოლის მოსწავლეებს ლაზურ ენას “ცოცხალი ენებისა და დიალექტების” კურსის ფარგლებში შესთავაზებენ. კურსი ასევე შეიცავს ქურთულ, ჩერქეზულ და აფხაზურ ენებს.
თურქეთის განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, მეხუთე კლასის მოსწავლეებს საშუალება მიეცემათ, აირჩიონ ჩამოთვლილი ენებიდან ერთ-ერთი და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში შეისწავლონ ის.