აქციის მონაწილეები ხელისუფლებას და ქუთაისის მაჟორიტარ დეპუტატს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. შესაძლოა, მათ ორ ძირითად მოთხოვნას: დაბალპროცენტიან და გრძელვადიან სესხებს, კიდევ ერთი დაემატოს _ მოთხოვნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების შესახებ.
“13 დღეა, ვშიმშილობთ და 13 წუთით არავინ გამოსულა ამბის საკითხავად. მაჟორიტარი დეპუტატი არც ერთხელ არ მოსულა და არ უკითხავს, მის ქალაქში რა ხდება. შეიძლება დეპუტატმა ამგვარი უმსგავსო საქციელი ჩაიდინოს? რასაც ვითხოვთ, ამ მთავრობას არაფერი შეუსრულებია. “ოცნება” “ნაციონალებს” მისდევს და” ნაციონალებმა “თუ გააფუჭეს, მაგათ რა გააკეთეს? დაითხოვონ ეს პარლამენტი და ერთმა კაცმა _ ბიძინა ივანიშვილმა მართოს ქვეყანა,” _ აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თინათინ ფურცხვანიძე.