როგორც მინისტრმა აღნიშნა, რთველში 70-მდე კერძო კომპანიაა აქტიურად ჩართული, რომლებიც ყურძენს მთელი კახეთის მასშტაბით იბარებენ.
ფიფიას აზრით, წინა წლის რთველთან შედარებით ბევრი განსხვავებაა, რადგან წელს პრინციპულად განსხვავებული რთველია. მინისტრის თქმით, შეიქმნა ფინანსური ინსტრუმენტი სპეციალურად მეღვინეებისთვის, რათა მათ ყურძნის შესყიდვა შეძლებოდათ. ასევე, შეიცვალა სუბსიდირების მექანიზმი და ფერმერთა პირდაპირი სუბსიდირების ნაცვლად მეღვინეების არაპირდაპირი სუბსიდირება ხდება.
გარდა ამისა, სახელმწიფოს ჩარევა არის უფრო რბილი, ვიდრე წინა წლებში. ამავდროულად სახელმწიფო აღარ არის მთავარი მოთამაშე, მთავრი მოთამაშეები არიან კერძო კომპანიები, რომლებიც ყურძენს იბარებენ.