“მე სანამ ვიყავი მინისტრი და პროკურორი, შესაბამისი დოზით საქმის მასალები ვიცოდი და პირველი სტრატეგიული ნაბიჯი, რაც იყო დაგეგმილი არჩილთან ერთად, იყო ის, რომ შემოწმებულიყო ის ვერსია, რაც მოგვყიდეს საზოგადოებას, იყო თუ არა საფუძვლიანი. მე პირადად ვფიქრობ, რომ არც თუ მყარად გამოიყურებოდა ის ვერსია, რაც იყო საზოგადოებაში გავრცელებული. მას შემდეგ, რაც პროკურორის ფუნქციები დავთმე და ისინი აღარ მაქვს, მე პირდაპირ მეკრძალება სისხლის სამართლის საქმეების განხილვა. მინდა ვთქვა, რომ ის ვერსია, რაც იყო გავრცელებული, არ მომეჩვენა საფუძვლიანად”, – აღნიშნა წულუკიანმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში “დიდი პოლიტიკა”.
Developed By Web Features 2024 © All rights reserved