“ეს ფოტო გადაღებულია დაახლოებით 2 თვის უკან. რომელიც ჩემი კომპიუტერიდან მოიპარეს. არც მიფიქრია, რომ ასე ცუდად გამოიყენებდნენ. ამ ფოტოს გადაღებისას კომისიის წევრი არ ვყოფილვარ, შესაბამისად არც საარჩევნო კოდექსი და არც ეთიკის ნორმები არ დამირღვევია. მე ყველგან მყავს მეგობრები “ოცნებაშიც“, “ნაციონალებშიც“ და სხვაგანაც. ამიტომ არ შეიძლება რომ ყველაფერი ასე ცუდად იყოს აღქმული. არ მეგონა თუ ამ მეგობრულ ფოტოს ასეთი სიბინძურეებისთვის გამოიყენებდნენ. გამოდის ადამიანებთან ურთიერთობას მიკრძალავენ.“ “- უთხრა “გურია ნიუსს“ ჩიხლაძემ.