მღვდელაძე “ნაციონალების“ განცხადებას არასერიოზულს უწოდებს. მისივე თქმით, კომისია კანონის ფარგლებში მუშაობს და დარღვევებს ადგილი არ აქვს.
“კომისია კანონის ფარგლებში მუშაობს და არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შენახულია და ვისაც სურვილი აქვს, მისი ნახვა შეუძლია,“ – ამბობს მღვდელაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეს გმარათულ ბრიფინგზე, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გია გოქაძემ მერიის მუდმივ მოქმედ საკონკუროს-საატესტაციო კომისიას კანტორა უწოდა და კომისიის წევრები გააკრიტიკა.