ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესსამსახურის მაკა სულაბერიძის ინფორმაციით, აცანაში, შუხუთთან ახლოს ცენტრალურ მაგისტრალზე მეწყერი ჩამოწვა და მოძრაობა შეფერხდა. ამ წუთებში მიმდინარეობს გზის გაწმენდა. ადგილზე იმყოფება გამგებელი ზაზა ურუშაძე და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელი თენგიზ ხელაძე.
ასევე, ნიგოითში დატბორილია რამდენიმე სახლი, დახოცილია შინაური ფრინველი. მიმდინარეობს ზარალის დათვლა.