https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    “უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურული კურიოზები 07.05.2011

3:11; 17.11.2011
ა კიდო
Share on FacebookShare on TwitterEmail

დიოგენა კანტია

რეიზა მინდა დეპუტატობა?

ბიჯო, გადამრევთ თქვენ მე! კაციშვილი არ მეკითხება რეიზა მინდა ჭადი, ლობიო, ტანზე ან ფეხზე… ერთი წამოგცდება კაცს, დეპუტატობა მინდაო და წაგესევა ქვეყანა. ვინც თლათ უტუხია, იგი პირდაპირ შეგასკდება პირში, დეპუტატობა რაში გჭირიაო? უფრო მორიდებულები კი ქე ტლიკინობენ ერთმანეთში _ ფულის შონა უნდაო; ცხენის კაჭკიდან “ემადინზე” გადაჯდებაო; შვილებს საზღვარგარეთ ასწავლისო; მამამისის დატიებულ გუუწყობელ სახლს ევრორემონტს ჩუუტარებსო და ა.შ… გლახაა მერე მაი?!

რავა, პაწე მეც არ უნდა გამევიხედო თვალში? მე შენ გეტყვი, სესიის დროს, მაგიდაზე თავჩამოდობილ ძილს ვერ შევძლებ თუ რაი?! იგი კი არა, რაც მე ყანაში თოხის ტარზე ნიკაპჩამოდობილს მიძინია, რბილ სკამზე რავა უნდა გამიჭირდეს?! თუ გავკუჭდები და შიმშილობაზე მიდგება საქმე, თლათ უკეთესი _ მაინც ტყულა ვშიმშილობ ამდენი ხანია და საქმეში ჩამეთვლება, თანაც, ამიზა ცაი და ქვეყანა შეწუხდება. ამომრჩეველი ან შენაპირები გადამცილდება გულზე და ასეა ალბათ საჭირო _ თქვენ მე ამირჩიეთ და არც გულმავიწყობას ვუჩივი, თუ დამჭირდა! მერე გამახსენდებით, როცა ამის დრო მოვა…

სხვაზე ნაკლები რაით ვარ?! არა, თქვენ ნამდვილად გადამრევთ _ დაგიჩემებიენ, მდიდარი კაცი ევირჩიოთ, ფული აქ და მოგვეხმარებაო. შე აბდალა, იმ კაცს თუ აქ რამე, შენდა იშონა თუ იცი?! ანდა, მდიდარს რაღა უნდა საკრებულოში, აგერ გაჭირვებულს შემაწიე ხმაი, თუ შეგიძლია!

მაინც არ გეყურება ქართული და ახლა ავტორიტეტებს დუუწყე ძებნა. გეიგონე _ ავტორიტეტები “კუტუზკაში” ზილარიან დღეს და მერე მეორეც _ ვინ შეგაწია, თუ ძმა ხარ, საკუთარი ავტორიტეტი? რავა, მის დროზე პაწე ამბავის დათენება შეეძლოთ თუ?!

მაინც თუ ვერ გაგაგებიე, რეიზა მინდა დეპუტატობა, უფრო დაწვრილებით მოგიყობი. დამაყურე აგერ და ჩაგიდობ თავში _ (მეტი არ აგიდგათ გვერდები, მარა მაინც) ხომ უნდა ამომიღამდეს თვალები თქვენზე ფიქრში?! ხომ უნდა მომენატროთ და ხომ უნდა განვიცადო, ოთხ წელიწადში ერთხელ თქვენთან შეხვედრის საამო ჟრუანტელი და სიხარული?! თუკი რამეს ვიშონი, ხალხს ხომ უნდა დარჩეს იგი, თქვენზე ზრუნვით განაწამები რომ დავეცემი ბრძოლის ველზე, საქართველოს მტრებთან უთანასწორო ბრძოლაში?! “მონტე კარლოში”, ქინძმარში ჩაწყობილი ზუთხით, ასეტრინისა და სუკის მწვადებით გაწყობილ სუფრას რომ მივუჯდები, ხომ უნდა მომადგეს კურცხალი თვალზე გაჭირვებული კაცის დღეგრძელობისას?!

ა, ამიზა მინდა დეპუტატობა და იმ დღეს, ფარდაჩამოფარებულ შემოდოშნილში რომ შეხვალ, არ დამებნე, ჩემი ძამია თუ ხარ! კარგად გაშალე და ნამეტარი ინტერესით წეიკითხე საარჩევნო ბიულეტენი. თუ ვიქენი ჩამონათვალში ხომ კაი, კი ვიცი არ დამაღალატებ და ბიულეტენიზა ტელეფონით სურათის გადაღებას აღარ გთხოვ. ვინიცობაა, არ დარჩა ჩემი სახელი და გვარი სიაში, მაშინ ქე შემოხაზე, ვინცხა გულმა გითხრას იგი…

თვარა, ჩემი იღბალის ამბავი რომ ვიცი, ანტისაარჩევნო აგიტაცია დამბრალდება და იქეთ მექნება არჩევანი გასაკეთებელი _ სახელმწიფო ხარჯით ევიყვანო ადვოკატი თუ ვინცხა კერძო ვექილს ვეღრიჭო, პაწა იაფად დამიცავი,-თქვა!!!

მაყარი

ჭიქა ღვინოზე ყვება გივია თავის თავგადასავალს: _ სად არ ვყოფილვარ, ბიძია, რა არ გადამხდენია თავს, მაგრამ იმისთანა გასაჭირი არ მქონია, სამეგრელოში სტუმრობისას რომ დამემართა. ჩემდა სიკვდილად, მეზობელი შემომიჩნდა, გოგო გავათხოვე აბაშაში და მაყრად გამომყევიო. გავყევი. ქალები ცალკე ისხდნენ “სეფაში”, კაცები _ ცალკე. თამადა პირდაპირ ჩემთან, როგორც პირველ მაყართან გადმოდიოდა ალავერდს და სამი თვალებდაქაჩული მეგრელი მადგა თავზე, ღვინო რომ არ მომეპარა. ბოლოს, თამადა რომ წაასვენეს, ხონჩის წამოსაღებად უშველებელ ყანწს წავეპოტინე, მარა დავლიე თუ ვერა, მაგი აღარ მახსოვს…

პატარა აზრზე რომ მოვედი, მასპინძლის მეზობლისას ვიწექი, იმფერ გაკრახმალებულ ქვეშაგებელში, რომ ჩიხოლზე კინაღამ წავახიე ნიკაპი. ღამეა ჯერ კიდევ, გათენებას არ აპირებს. ნაღვინევზე, უკაცრავად პასუხია და გარეთ მინდა გასვლა. შემაწუხა ნამეტარი ამდენმა სითხემ…

აუჰ, გლახათაა საქმე _ ვწრიალობ, ვბრუნავ და ვერაფრისდიდებით ლოგინიდან ვერ ჩამოვდივარ. რომელ მხარესაც არ მივადექი, ფეხი ვერ ჩამოვდგი ძირს. სად წევიდე ახლა, სირცხვილს ხომ არ ვჭამ?! ცივი ოფლი მასხამს და კაი ჩარლსტონის მოცეკვავესავით ვასვარსვალებ ფეხებს. რაი მერე?! ვერ გადმოვდივარ ლოგინიდან…

ასე წამებაში გავათენე იგი ღამე და რავარც იქნა გათენდა… გათენდა და რა ნახა ჩემმა თვალებმა _ “პოლზე” გოუშლიათ ლოგინი და ძირს რაფერ ჩამევიდოდი?!

ტელევიზორების მოხელე

თავსხმა წვიმაა. ზუსტად ისეთი, ჩვენში რომ იცის ოქტომბრის მიწურულს და ძაღლი არ გეიგდება გარეთ. ამ წვიმამ თუ დააკავა ზაზა გოგუაძე შინ, თუ არა, კაი ამინდში რავა გაჩერდება სახლში. ზაზა კია სახლში, მარა კარპეზომ დაიძახა ჭიშკართან. ნერვებმოშლილი იყო _ ტელევიზორი გამიფუჭდა და ამ ამინდში რა გინდა რომ ქნაო?!

გოგუაძე რაცხა მაკვარანცხია, ყველამ იცის. ჰოდა, ღელეს გაღმა, ოთარა კერესელიძესთან გაუშვა კარპეზო _ არ ამჟღავნებს თუ არა, მაგისთანა ტელევიზორის მოხელე მეორე არ დადის გურიაში. მე რომ მიგასწავლე ნუ ეტყვი და უარით არ გამოგიშვებსო. გაუხარდა კარპეზოს, “კურტკა” წამოიხურა თავზე და წავიდა…

ალბათ, ოთარას ეხვეწებოდა უკვე, ტელევიზორი გამიკეთეო, ზაზას ჭიშკართან გია იმედაიშვილმა რომ დაიძახა. სახლში შევიდა თუ არა, დაიწუწუნა _ ტელევიზორი გამიფუჭდაო…

ამისთანა შანსს გაუშვებდა ზაზა ხელიდან?! _ ეგერ არაა ოთარა კერესელიძე, ჩემდა ნათქვამად ნუ იტყვი და ტელევიზორების მამააო! _ დამოძღვრა გია.

ოთარიდან წამოსული კარპეზო და ოთარისთან მიმავალი გია გზაში შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ ისე წვიმდა, გაჩერება, მინიმუმ, ფილტვების ანთებას უდრიდა, ამიტომაც მონდურავებივით გამოულაპარაკებლად აუარეს ერთმანეთს გვერდი.

ოთარიმ კარპეზო ძლივს დააჯერა, რომ ტელევიზორის არაფერი გაეგებოდა და გაისტუმრა. “ვადალაზივით” დასველდა, ის იყო ტანსაცმელი გამოიცვალა და გიამაც დაიძახა ჭიშკართან. ისევ გავიდა წვიმაში ოთარი.

_ ოთარი ბიძია, არ გამაწბილო და ტელევიზორი უნდა გამიკეთო… _ შეხვეწებით კი შეეხვეწა გია, მარა მერე პირდაფჩენილი უყურებდა ოთარის გადელებას და თქრიალით ჩადიოდა წვიმის წყალი ხახაში…

მიხვდა ოთარიც, თუ ვისი გაგზავნილი იყო კლიენტები, საკუთარი “ბალკონიდან” დაუძახა და ღელის გაღმიდან კარგად “მოიკითხა” გოგუაძე…

გურამ კუკულაძე

კუკურა!

სინიორ რობიზონს მის წასაყვანად მისული გემის დანახვა არ გაუხარდებოდა ისე, როგორც ქუჩებში გამოფენილმა პროვინციელებმა გაიხარეს ყველა ფეხის ნაბიჯზე აწებებული აფიშების ხილვით _ მაცდურად გაფორმებული ფერადი აფიშები იუწყებოდნენ, რომ ათი დღის შემდეგ ქალაქში დაიწყებოდა ცნობილი ზოოლოგიური ცირკის გასტროლები. ასეთ სიამოვნებას დანატრებულმა ხალხმა თავიდანვე დაიჭირა თადარიგი. გამოჩნდნენ ენთუზიასტებიც, რომლებმაც ცირკისთვის საჭირო მოედნის მოწყობა ითავეს. იმის შიშით, რომ ვაითუ მშობლებმა ცირკში არ წაგვიყვანონო, ბავშვებმა სწავლას და ბეჯითობას უმატეს.

საზრუნავი და საფიქრალი მოემატა კუკურას, შვიდი შვილიშვილის ბაბუას. არა, დროისა და ფინანსების პრობლემა ნამდვილად არ აწუხებს, მისთვის ყოველდღე ცირკში სიარულია პრობლემა. იცის შვილიშვილების ზნე და იმიტომ. ხანდახან მეუღლეც შემენაცვლებაო, ფიქრობს კუკურა, მაგრამ ასეც რომ არ იყოს, შვილიშვილების ხათრით ყოველდღე კი არა, დღეში ორჯერ ივლის ცირკში, იმათ შემოევლოს მზრუნველი ბაბუა. არადა, ზოოლოგიური ცირკი რას ნიშნავს, ეს ვერ გაურკვევია ბევრის მომსწრე კუკურას. თუმცა, ამას რა მნიშვნელობა აქვს, მთავარია ბავშვებმა გაიხარონ.

აუარება ხალხი მიაწყდა სახელდახელოდ მოწყობილ, ე.წ. ცირკს. უკვირდა კუკურას, ამდენი ხალხი თუ ცხოვრობდა ამ პატარა ქალაქში, ვერც წარმოედგინა. სამ დღეს გაუძლო ბავშვების კაპრიზებს, მეოთხე დღეს კი სამსახურში წასვლა მოიმიზეზა და ონავრები მეუღლეს გადაულოცა.

ხალხი თავიდანვე მიხვდა, რომ ლამაზად გაფორმებული აფიშები სატყუარა იყო და ეშმაკმა საქმოსნებმა ცირკის ნაცვლად ჩვეულებრივი ზოოპარკი ჩამოიყვანეს. სანახაობას მოწყურებული ბავშვებისათვის ესეც დიდი საქმე იყო და სეანსზე კუკურას მოუსვლელობას ცირკის შემოსავლისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია.

სამაგიეროდ, კუკურას მიადგა ზიანი ცირკის ჩამოსვლიდან სწორედ იმ ავადსახსენებელ მეოთხე დღეს _ თანამშრომლებთან ლაზღანდარობდა, როცა მის ჭიშკარს ბარბაცით მიადგა უახლოესი მეგობარი კოწია. იგი მთელ ქალაქში ცნობილი იყო თავისი ყიამყრალობით, ხოლო მთვრალი კოწიას ატანა მხოლოდ კუკურას შეეძლო.

_ კუკურა! კუკურა! _ ჩახლეჩილი ხმით დაიძახა სტუმარმა.

ხმა არავინ გასცა. კოწია იქვე ქვაზე ჩამოჯდა, ხანგამოშვებით თუ დაიძახებდა, მაგრამ უშედეგოდ. მოწყინდა ამდენი ლოდინი. ბოლოს იფიქრა, ერთს კიდევ დავუძახებო, წამოდგა, ღობეს მიეყრდნო და დაიძახა:

_ კუკურა! კუკურა! შენი… _ და განაწყენებული, გინებ-გინებით გაბრუნდა უკან.

სულ არ ჩქარობდა კუკურა სახლში დაბრუნებას. არც იჩქარებდა, შიმშილს რომ არ შეეწუხებინა. ლუკმა გადაყლაპულიც არ ჰქონდა, ჭიშკრის მხრიდან ძახილი რომ შემოესმა:

_ კუკურა! კუკურა!

რა დროს სტუმარიაო, გაიფიქრა და უხალისოდ გაიხედა ღია ფანჯრისკენ. ჭიშკართან არავინ არ იყო. ალბათ, მომესმა, _ დაიმშვიდა გული კუკურამ და სადილს მიუბრუნდა.

ძახილი ყოველ ხუთ წუთში მეორდებოდა. კუკურას ნერვები დაეჭიმა: _ რა მემართება? ჭკუიდან ხომ არ გადავდივარ? ასე არ შეიძლება. ხვალ ექიმთან უნდა წავიდე და ჩემს თავს მივხედო, თუ არა გიჟი კუკურა ვის უნდა?! _ თავის ჯანმრთელობაში ეჭვი შეეპარა. სადილი უგემურად ჩაათავა და სუფრის ალაგებას შეუდგა…

_ კუკურა! კუკურა! შენი…

ახლა შიშმა შეიპყრო კუკურა, თოფს ხელი მოავლო და თავისი ეზოს ყოველი კუნჭული გულმოდგინედ დაათვალიერა. საეჭვო ვერაფერი შენიშნა. სახლისკენ გაბრუნდა. ალვის ხის კენწეროზე უცხო ფრინველი დაიანახა. მონადირის მიძინებულმა სულმა გაიღვიძა, დაუმიზნა და… სროლის ხმაზე უამრავმა ხალხმა მოიყარა თავი, მაგრამ ჯერ კიდევ ცოცხალი ფრინველის ვინაობა და სადაურობა უცნობი დარჩა.

მთელი ღამე ფიქრში გაატარა კუკურამ. ცოტათი დამშვიდდა. არც ეს ნერვებისმომშლელი ძახილი ჩაესმის, მაგრამ ექიმს მაინც უნდა ეჩვენოს. მართალია, მის თვალებს ძილი არ გაკარებია, მაგრამ ლოგინიდან ადგომას მაინც არ ჩქარობდა. ბოლოს, როგორც იქნა წამოდგა, თავისი თავი წესრიგში მოიყვანა და ის იყო ექიმთან უნდა წასულიყო, რომ მეუღლემ წყევლა-წყევლით ააფარა თვალებზე სასამართლოს გადაწყვეტილება: “ზოოლოგიურ ცირკზე მიყენებული ზარალისთვის, მოქალაქე კუკური თოფაძე დაჯარიმებულია 300 (სამასი) მანეთით”.

უცხო ფრინველი, ზოოლოგიური ცირკის წამყვანი “მსახიობი”, მოლაპარაკე თუთუყუში აღმოჩნდა.

კუკურამ შვებით ამოისუნთქა.

ნამდვილი ამბები

თანამშრომლის დაბადების დღეზე ვიყავით მიწვეულები. მაგიდას მივუჯექით, ერთმა სტუმარმა მჭადის ნატეხი გადმოიღო, მაგრამ ვეღარ შეჭამა, რადგან მასში თმის მოზრდილი ღერი შენიშნა. შეამჩნია ოჯახის დიასახლისმა და უთხრა: _ არ შეგეზიზღოს ძამია, თავი სუფთა მაქვს, წუხელი დევიბანეო.

მეზობლის ქალს აქვს წისქვილი და ყველა მეზობელს საფქვავი მასთან მიგვაქვს. მეზობელმა მამაკაცმა მიიტანა საფქვავი, რომელიც დანესტილი ყოფილა და წისქვილი გაიჭედა. მან ქალს საყვედური უთხრა: ფეხი თუ აუწიეო (იგულისხმა წისქვილის ფეხი). ფეხის აწევას ვერავინ მასწავლის მეო, მიუგო მეწისქვილე ქალმა.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

ა კიდო

“რაია, პრიუსი, ხიდიდან ხტები” _ პატრულის და მძღოლების სახალისო ისტორიები

14:05; 22 თებერვალი, 2025
ა კიდო

“კრიმინალური“ ახალი წელი

07:46; 4 იანვარი, 2024
ა კიდო

მეკვლედ მილიციაში

08:00; 3 იანვარი, 2024
ა კიდო

საახალწლო სასწრაფო  

08:05; 2 იანვარი, 2024
ა კიდო

“ნემეტარი გლახათ ვარ, თუ ვინიცობა და წევიღე წერილი…”- გურული ქალის ანდერძი ქმარს

17:03; 6 დეკემბერი, 2023

გურულის ძეგლი გვიან ღამით კვარცხლბეკიდან მოხსნეს _ ფოტორეპორტაჟი

"აჯანყებული გურულის" ძეგლი _ ნაგავსაყრელზე!

ყველა სიახლე

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
საზოგადოება

გზის ამ მონაკვეთზე მოძრაობა აკრძალულია _ გაფრთხილება მძღოლებს

10:13; 26.02.2026
მსოფლიო

უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი დღეს გაიმართება

10:06; 26.02.2026
საზოგადოება

ნალექი, ქარი, შტორმი – გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

9:56; 26.02.2026
საზოგადოება

ამ წუთისთვის “იმედის” ვებსაიტი გათიშულია

20:20; 25.02.2026
პოლიტიკა

“გთხოვთ”- პარტია “გახარია საქართველოსთვის” სოც ქსელების ყალბი ანგარიშების შესახებ განცხადებას ავრცელებს

19:47; 25.02.2026
სამართალი

“საქართველოს რამდენიმე რეგიონში ტერორისტული აქტების მოწყობის შესახებ ცრუ შეტყობინებები გააგზავნა”- პროკურატურა

19:39; 25.02.2026
საზოგადოება

დარღვეულია თუ არა საავტომობილო საწვავის ხარისხი საქართველოში

19:28; 25.02.2026
საზოგადოება

“იმედის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრები პოზიციებს ტოვებენ

18:52; 25.02.2026
ფინანსები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

18:34; 25.02.2026
სამართალი

ორმხრივი სროლა სასაფლაოზე- ცეცხლი ძმები კაკულიების ნათესავს გაუხსნეს

18:11; 25.02.2026
ფინანსები

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა

17:57; 25.02.2026
ფინანსები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

17:40; 25.02.2026
პოლიტიკა

რას ამბობს ევროკომისიის სპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის შესაძლო სანქცირებაზე

17:15; 25.02.2026
სამართალი

პროკურატურამ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ბრალდება წარუდგინა

16:53; 25.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“უფა­ლო გად­მო­ი­ხე­დე” – რას წერს ნინო ნადირაძე დიდი ბრი­ტა­ნე­თის მიერ ტე­ლე­კომ­პა­ნია “იმედის” და “PosTV”-სთვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბაზე

10:22; 26.02.2026
0

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვემშვიდობებით თამაზ ანთიძეს

14:56; 25 თებერვალი, 2026
ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო